გაცრილ ფქვილს დავამატოთ შაქარი, მარილი და საფუარი. კარგად ავურიოთ. დავასხათ მინერალური წყალი (გაზიანი), ოდნავ შემთბარი ან ოთახის ტემპერატურის. კარგად მოვზილოთ და დავდგათ თბილ ადგილას ასაფუებლად. ცომი უნდა გაორმაგდეს.აფუებული ცომი გადმოვიტანოთ ფქვილიან მაგიდაზე, გადავზილოთ, გავაკეთოთ ერთი ან რამოდენიმე სასურველი ზომის გუნდა და გადავიტანოთ გამოსაცხობ ფორმაში. ფორმას წინასწარ დავაფინოთ ქაღალდი ან ფქვილი მოვაყაროთ. თავზე გადავაფაროთ და ვაცალოთ ხელახალი ამოფუება.შევდოთ პური ღუმელში, 200 გრადუსზე. ქვემოთ დავუდოთ ჭურჭელი ცხელი წყლით. ვაცხოთ 20-30 წუთი (საშუალო ზომის პურისთვის).