კუსკუსს დავასხათ იმდენი მდუღარე წყალი რომ დაფაროს. დავახუროთ თავზე და დავტოვოთ ასე 15-20 წუთი. წყალი მთლიანად უნდა შეიწოვოს. პარალელურად დავჭრათ ბოსტნეული და მწვანილი. კუსკუსი გადავიტანოთ დიდ თასში, მოვასხათ ზეთი, ლიმონის წვენი, ავურიოთ და დავამატოთ დაჭრილი ბოსტნეული, ასევე მწვანილიც. მოვაყაროთ მარილი და პილპილი, კიდევ ერთხელ კარგად ავურიოთ. შეიძლება დავამატოთ კიტრი და პამიდორიც.