ნაღებს დაამატეთ შაქრის პუდრი გემოვნებით და ვანილი. ათქვიფეთ მიქსერით სანამ კრემის კონსისტენციას არ მიიღებს.კრემის თხელი ფენა გადაუსვით ჭურჭლის ძირს, რომელზეც ტორტი უნდა მოათავსოთ და დაალაგეთ ფხვიერი ნამცხვრის ერთი ფენა. ზემოდან გადაუსვით კრემი და დაალაგეთ მარწყვი. ასე გაიმეორეთ ფენები, სულ ოთხჯერ. ზემოდან დაამთავრეთ კრემით და მორთეთ მარწყვით. გადააფარეთ თავზე და შედგით მაცივარში რამოდენიმე საათით, რომ ტორტი დარბილდეს.ტორტის მოსართავად ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ თხილეული.