საფუარი გახსენით თბილ რძეში, შემდეგ დაამატეთ ფქვილი, მარილი, შაქარი და მოზილეთ ცომი. შეაზილეთ დარბილებული მარგარინი. დადგით თბილ ადგილას ასაფუებლად.აფუებული ცომი გააბრტყელეთ და მიეცით მართკუთხა ფორმა. თვალით გაყავით სამ ტოლ ნაწილად - გარე ნაწილები ჩაჭერით, ისე რომ შუა ნაწილი მთლიანი დარჩეს.შუაში დაადეთ გულსართი - ერთმანეთში არეული ხაჭო, შაქარი და კვერცხი. ჩაჭრილი ცომის ლენტები ზემოდან გადმოაწანით. დააცადეთ ხელახლა ამოფუება 20 წუთით და შემდეგ გადაუსვით კვერცხის გული. გამოაცხეთ 180 გრადუსზე - 20-30 წუთი