ამ შესანიშნავი ტკბილეულისთვის ყველა ვარდი არ გამოდგება. საუკეთესოა ბაღის, იგივე ჩაის ვარდის სახელით ცნობილი ყველაზე სურნელოვანი და არომატული სახეობა. უნდა დაიკრიფოს ახალგაშლილი ვარდი. მოაცილეთ ყვავილის ფურცლები ღეროს და ცივ წყალში გაავლეთ, გადაიტანეთ საწურზე ან პირსახოცზე, რომ შეშრეს. შემდეგ ყვავილი მინის ან ემალის ჭურჭელში გადაიტ, დააყარეთ 100 გ შაქარი და დასრისეთ, რომ წვენი გაუშვას. დანარჩენი შაქარი ჩაყარეთ ფართო ჭურჭელში, დაასხით წყალი და მოამზადეთ სიროპი. ადუღეთ 5-7 წუთი, დაამატეთ ლიმონის წვენიც. შემდეგ მზა სიროპში გადაიტანეთ დასრესილი ვარდის ფურცლები და ადუღეთ კიდევ 10-12 წუთი. მზა მურაბა მინის ქილებში გადაიტანეთ და გრილ ადგილას შეინახეთ.