შოკოლადი დავტეხოთ და ჩავამატოთ 150 მლ ცხელ ნაღებში. კარგად მოვურიოთ, რომ გავადნოთ და ბოლომდე გავაციოთ, შევინახოთ მაცივარში.კვერცხის გული და ცცილა გავაცალკევოთ, ცილისგან ავთქვიფოთ ბეზე, გულებს დავამატოთ შაქარი და ცალკე ავთქვიფოთ. შემდეგ დავამატოთ ვანილი, ზეთი, ფრთხილად, ნიჩბით ან კოვზით შევურიოთ ბეზე, შემდეგ კი გაცრილი ფქვილი და სოდა. ფორმას (36x28 სმ) დავაფინოთ ქაღალდი და დავასხათ ცომი. გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 10-12 წუთი. გამომცხვარი ბისკვიტი გადმოვაბრუნოთ პირსახოცზე და გადავახვიოთ მასთან ერთად რულეტივით, ქაღალდი კი ავაძროთ. სანამ რულეტი ცივდება, დარჩენილი ნაღები ავთქვიფოთ შოკოლადიან ნაღებთან ერთად. მარწყვი დავჭრათ . გაციებული რულეტი გავშალოთ და წავუსვათ კრემი, გავანაწილოთ მარწყვი. გადავახვიოთ ხელახლა , წავუსვათ ზემოდანაც ცოტაოდენი კრემი და მოვრთოთ მარწყვით.მარწყვის გარდა , ბუნებრივია, შეგვიძლია სხვა სასურველი ან სეზონური ხილის გამოყენება.