ყაბაყი და პამიდორი დავჭრათ კუბებად. ნიორი და რეჰანი წვრილად დავჭრათ. ტაფაზე გავაცხელოთ ცოტაოდენი ზეთი და ყაბაყი დავბრაწოთ საშუალო ცეცხლზე 5-7 წუთის განმავლობაში. დავამატოთ პამიდორი და ნიორი, კარგად ამოვურიოთ და კიდევ რამდენიმე წუთი გავაჩეროთ ცეცხლზე. ბოლოს მოვაყაროთ რეჰანი, მარილი და პილპილი.