შეგვიძია გამოვიყენოთ ნებისმიერი შოკოლადი - შავი, რძიანი ან თეთრი. გავადნოთ ორთქლზე. ბანანს ქერქი მოვაცილოთ, გავჭრათ ორ ნაწილად, გავუკეთოთ ხის ჩხირი და ამოვავლოთ შოკოლადში, შემდეგ მსხვილად დაფქულ ნიგოზში. გადავიტანოთ პერგამენტის ან ფოლგის ფურცელზე და შევდოთ მაცივარში გასამაგრებლად.