გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე. მოამზადეთ ფორმა (18X28 სმ) და ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი.შეურიეთ ფქვილი, სოდა, შაქარი, გამდნარი კარაქი და კაკაო. კარგად აურიეთ და ჩაასხით ფორმაში. გამოაცხეთ დაახლოებით 20 წუთი. გამოცხობის შემდეგ ბოლომდე გააციეთ ფორმაშივე. შოკოლადი ორთქლზე გაადნეთ. შეურიეთ კვერცხის გულები. ცალკე ცილისგან ათქვიფეთ ბეზე. და შეურიეთ შოკოლადი. ათქვიფეთ ცივი ნაღებიც და დაამატეთ მუსს. ფრთხილად შეურიეთ. მიღებული მუსი გადაანაწილეთ უკვე გამომცხვარ ბისკვიტზე და შედგით საყინულეში გასაყინად. შემდეგ დესერტი დაჭერით, მორთეთ სურვილისამებრ და მიიტანეთ სუფრასთან.თუ გაყინვა არ გინდათ, შეგიძლიათ უბრალოდ მაცივარში გააციოთ რამდენიმე საათით.