ქათმის ფილე, კარტოფილი და კვერცხი მოვხარშოთ. შავი ქლიავის ჩირი 15 წუთით დავალბოთ მდუღარე წყალში. სოკო დავჭრათ და მოვშუშოთ ცოტა ზეთში. სალათის პირველ ფენად დავალაგოთ დაჭრილი შავი ქლიავი, შემდეგ დაჭრილი ქათმის ფილე და გადავუსვათ მაიონეზი.შემდეგი ფენაა კუბებად დაჭრილი კარტოფილი, ასევე მაიონეზის თხელი ფენით.ზემოდად დავადოთ შემწვარი სოკო, გახეხილი კვერცხი და მაიონეზის თხელი ფენა. ბოლოს მოვაყაროთ გახეხილი ყველი და კიტრის ნაჭრებით გავაფორმოთ.მარილი და პილპილი თითოეულ ფენას გემოვნებით დაამატეთ