ცომი გავაბრტყელოთ გრძელი მართკუთხედის ფორმით. გავანაწილოთ მთელ ზედაპირზეგახეხილი ყველი და დაჭრილი, მოხარშული სოსისი ან ლორი. გადავახვიოთ რულეტივით. მიღებული გრძელი რულეტი სპირალურად დავახვიოთ და გადავიტანოთ ფორმაში. ფორმას წინასწარ ჩავაფინოთ ქაღალდი და წავუსვათ ცხიმი. ღვეზელს ზემოდან ათქვეფილი კვერცხი გადავუსვათ და გამოვაცხოთ 180-200 გრადუსზე.