შეარჩიეთ მუქი იისფერი რეჰანი, სიმწვანეების გარეშე - ასეთი რეჰანით სასმელი ულამაზეს ფერს იღებს. გარეცხეთ და ჩადეთ ქვაბში, დააყარეთ შაქარი, დაასხით მდუღარე წყალი და თავზე დააფარეთ. დატოვეთ ასე გაგრილებამდე. შემდეგ გრაფინში გადაწურეთ და მაცივარში ჩააციეთ. მიირთვით ყინულთან ერთად. რეჰანთან ერთად შეგიძლიათ ცოტაოდენი ხილიც ჩააყოლოთ. უხდება მარწყვი (ცოცხალი ან გაყინული), ატმის რამდენიმე ნაჭერი, მოცხარის მარცვლები