ღუმელი გაახურეთ 180 გრადუსზე. ნიგოზი დაფქვით, ყავა გახსენით 4 ს.კ ცხელ წყალში. 200 გ დარბილებული კარაქი ავთქვიფოთ შაქრის პუდრასთან ერთად და დავამატოთ კონიაკი, ნიგვზისა და ყავის ნახევარი. მიღებული კრემი შევდოთ მაცივარში.ცომისთვის ათქვიფეთ 250 გ კარაქი და შაქარი. შეათქვიფეთ კვერცხები. დაამატეთ ფქვილი, სოდა, დარჩენილი ყავა და ნიგვზის ნაწილი.მიღებული ცომი ჩაასხით ქაღალდჩაფენილ 18-22 სმ ფორმაში და გამოაცხეთ. გაციების შემდეგ გაჭერით ორ ნაწილად. წაუსვით კრემი და მოაყარეთ შემორჩენილი ნიგოზი ან მორთეთ სურვილისამებრ.