გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსზე. სტანდარტული ზომის ღუმელის საცხობ ტაფას დააფინეთ ქაღალდი. შეურიეთ ერთმანეთს ფქვილი, კაკაო, მარილი. მიქსერით ათქვიფეთ კვერცხის გული და შაქარი. დაამატეთ ვანილი ცალკე ათქვიფეთ ცილისგან ბეზე. და ფრთხილად შეურიეთ გულებს. ბოლოს დაამატეთ ფქვილის მასა და ასევე ფრთხილად შეურიეთ. მიღებული ცომი ჩაასხით ტაფაში და გამოაცხეთ 8-10 წუთი. შემდეგ გადმოიღეთ სუფთა პირსახოცზე თავდაღმა და ააცალეთ ქაღალდი რომელზეც გამოცხვა. გადაახვიეთ პირსახოციანად, რულეტივით. ასევე გააციეთ. პირსახოცზე წინასწარ ცოტა კაკაო მოაფრქვიეთ. გაციებული ბისკვიტი გაშალეთ, წაუსვით ჯემი, შემდეგ კრემი, მოაყარეთ მაყვალი და ხელახლა გადაახვიეთ.ზემოდან მოასხით გამდნარი შოკოლადი.