შევარჩიოთ სხვადასხვა სახეობის სალათის ფოთლები: რუკოლა, ლოლა, რომანო, აიბერგი... ხარისხიანი და მრავალფეროვანი სალათის ფოთლები განაპირობებს საბოლოო გემოს.გარეცხილი და გამშრალი ფოთლები მოვათავსოთ სასალათეში. მოვასხათ ცოტა სოუსი და ამოვურიოთ ფრთხილად. დავამატოთ თხლად დაჭრილი კიტრი, ავოკადოს ნაჭრები, პამიდორი და ზეთისხილი. კვლავ მოვასხათ სოუსი. სურვილის შემთხვევაში, შეგვიძლია დავამატოთ ქათმის ფილე, კრევეტები ან მოხარშული საქონლის ხორცი.სოუსი: ზეთი, ლიმონის წვენი, წითელი წიწაკის ფანტელები, მარილი, პილპილი, ლიმონის ცედრა, ხმელი რეჰანი და შაქარი ერთად მოვათავსოთ პატარა მინის ქილაში. მჭიდროდ დავახუროთ და კარგად შევანჯღრიოთ, რათა ყველა ინგრედიენტი კარგად გაიხსნას და შეერიოს.