გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსზე.კვერცხის გული და შაქარი ათქვიფეთ ჰაეროვანი მუსის კონსისტენციამდე. დაამატეთ ფქვილი. ცალკე ათქვიფეთ ბეზე და შეურიეთ ცომს. ღუმელის დიდ ტაფას დააფინეთ ქაღალდი და დაასხით ცომი, კარგად მოასწორეთ და გამოაცხეთ 12-15 წუთი. გააციეთ ბისკვიტი, მოაცილეთ ქაღალდი, ჩამოუსწორეთ ნაპირები (დაგჭირდებათ ნაფხვენებისთვის) და გაჭერით სამ თანაბარ ნაწილად.კრემისთვის ათქვიფეთ კარაქი, დაამატეთ ჰალვა (უმჯობესია ტაჰინის და არა მზესუმზირის), შესქელებული რძე და ვანილი. წაუსვით კრემი ფენებს, ზემოდან კი მოაყარეთ ნაფხვენები