თითოეული ქათმის ფილე გაჭერით ორად. ლიმონს აახეხეთ ცედრა, გამოწურეთ წვენი. მდოგვს დაამატეთ ზეთი, ცედრა და წვენი, ცოტა მარილი და პილპილი გემოვნებით. ეს ნარევი წაუსვით ფილეს და დატოვეთ მაცივარში მინიმუმ 1 საათ.გაახურეთ ღუმელი. ჩადეთ ხორცი ღუმელის ფორმაში და შეწვით 180 გრადუსზე, დაახლოებით 30-40 წუთი, ან რამდენის დასჭირდება ფილეს სრულ მომზადებამდე. შემწვარს ზემოდან მოაყარეთ ოხრახუში.