ავთქვიფოთ შაქარი და კვერცხი, დავამატოთ არაჟანი, დარბილებული კარაქი და კვლავ ავთქვიფოთ. შემდეგ დავამატოთ გაცრილი ფქვილი, სოდა და კაკაო. მივიღებთ სქელი არაჟნის კონსისტენციის ცომს. შემდეგ მოვამზადოთ თეთრი ფენა: ხაჭო ჩანგლით ავურიოთ, დავამატოთ კვერცხი. შაქარი, ვანილი და მანანის ბურღული. კარგად ავთქვიფოთ. საშუალო ზომის ფორმაში ჩავაფინოთ ქაღალდი, ჩავასხათ კაკაოანი ცომი და მოვასწოროთ. ცენტრში გავანაწილოთ ხაჭოს ცომი. ნამცხვარი შევდოთ ცივ ღუმელში, შემდეგ ჩავრთოთ 180 გრადუსზე და ვაცხოთ 40-45 წუთი. გავაციოთ და მოვრთოთ სურვილისამებრ.