გავაცალკევოთ კვერცხის გული და ცილა. ცილა, შაქარი, თაფლი, სოდა და კარაქი ერთად ავთქვიფოთ, დავამატოთ ფქვილი. მიღებული ცომიმგავყოთ სამად.საშუალო ზომის ფორმას ჩავაფინოთ ქაღალდი. გავაბრტყელოთ ცომი ნოტიო ხელებით და ჩავდოთ ფორმაში. გამოვაცხოთ 180 გრადუსზე. იგივე გავიმეოროთ დანარჩენ ფორფიტებზეც. კვერცხის გულები და შაქარი ავთქვიფოთ მიქსერით გათეთრებამდე. შევათქვიფოთ დარბილებული კარაქი, შემდეგ არაჟანი და რომი. წვრილად დავჭრათ ნიგოზი და ქლიავის ჩირი. ფირფიტებს წავუსვათ კრემი, მოვაყაროთ ნიგოზი და ქლიავი. ტორტი რამდენიმე საათით შევდოთ მაცივარში.