დაფქული ნამცხვარი და კარაქი ხელით კარგად ავურიოთ. ჩავტკეპნოთ საშუალო ზომის გვერდებმოსახსნელ ფორმაში. კვერცხის ცილისგან და შაქრისგან მოვამზადოთ ბეზე. მეტი უსაფრთხოებისთვის, შეგვიძლია მოხარშული ბეზე მოვამზადოთ, ანუ ავთქვიფოთ ორთლის აბაზანაზე. ცალკე ჭურჭელში ავთქვიფოთ კრემ-ყველი და ვანილი. ჩავამატოთ წვრილად დაჭრილი შოკოლადი (ან შოკოლადის წვეთები). შევურიოთ ათქვეფილი ბეზე. გადავიტანოთ ეს კრემი ფორმაში.შევდოთ მაცივარში რამდენიმე საათით. შემდეგ გადმოვიღოთ ფორმიდან, მოვასხათ კარამელის სოუსი, მოვრთოთ შოკოლადის ნატეხებით ან არაქისით, დავჭრათ და მივიტანოთ სუფრასთან.კარამელის სოუსის ნაცვლად, შეგვიძლია გამოვიყენოთ შოკოლადის ან კენკრის სოუსი.იხილეთ: კარამელის სოუსის რეცეპტიშოკოლადის სოუსის რეცეპტი