ღუმელის სტანდარტულ ფორმას დააფინეთ ქაღალდი. ათქვიფეთ ცილისგან კარგი ბეზე. ცალკე ათქვიფეთ კვერცხის გული და შაქარი. დაამატეთ გაცრილი კაკაო, ფქვილი, გამაფხვიერებელი. შემდეგ მიქსერის გარეშე, ფრთხილად შეურიეთ ბეზეაფ. მიღებული ცომი დაასხით ტაფაზე, მოასწორეთ და შედგით ღუმელში, 180 გრადუსზე, 10-12 წუთი.გამომცხვარი ბისკვიტი გადაიტანეთ სუფთა პირსახოცზე ან ქაღალდზე, ააძრეთ ის ქაღალდი, რომელზეც გამოცხვა და პირსახოციანად გადაახვიეთ. აცალეთ გაციება.კრემი ნებისმიერი შეგიძლიათ გამოიყენოთ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში გაადნეთ შოკოლადი ცხელ ნაღებში და შედგით მაცივარში რამდენიმე საათით. შემდეგ კარგად გაციებული მასა ათქვიფეთ მიქსერით. გაშალეთ რულეტი, წაუსვით კრემი და ხელახლა გადაახვიეთ. ზმოდან მოასხით გამდნარი შოკოლადი.