შევურიოთ ერთმანეთს ფქვილი, კაკაო, სოდა და მწიკვი მარილი.ცალკე ავთქვიფოთ დარბილებული კარაქი და შაქარი. შევათქვიფოთ კვერცხები სათითაოდ, შემდეგ კი რძე. ბოლოს შევურიოთ მშრალი ინგრედიენტების ნარევი.მიღებული ცომი გადავიტანოთ შესაბამის ფორმაში, რომელსაც წინასწარ ჩავუფენთ ქაღალდს. გამოვაცხოთ 180 გრადუსზე დაახლოებით 30 წუთი. გავაციოთ და გავჭრათ შუაზე.ავთქვიფოთ კარაქი და შესქელებული რძე. მიღებული კრემი წავუსვათ ტორტს შუაში, ზემოდან კი გამდნარი შოკოლადი მოვასხათ