გაახურეთ ღუმელი 180-200 გრადუსზე. მაგიდაზე მოაფრქვიეთ ფქვილი და გააბრტყელეთ ცომი. მიეცით ოთხკუთხა ფორმა. ცომზე დააფინეთ ჯერ ლორისა და სალიამის ფირფიტები, შემდეგ პროვოლონეს ფირფიტები და დაჭრილი ან გახეხილი მოცარელა (შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ სულგუნით). გადაახვიეთ რულეტივით და შეუკეცეთ გვერდები. ზემოდან გადაუსვით ზეითუნის ზეთი და გამოაცხეთ 20-25 წუთის განმავლობაში.