ტაფაზე გააცხელეთ ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი და შეწვით ქათმის ფილე, კანიანი მხრიდან ქვემოთ. რომ დაიბრაწება გადმოიღეთ და იგივე ტაფაში შეწვით დაჭრილი სოკო. დაამატეთ დაჭრილი ხახვი და ნიორი, განაგრძეთ შუშვა. შემდეგ დაამატეთ მდოგვი, დაჭრილი ტარხუნა, ღვინო. წამოადუღეთ 2 წუთით. ჩააბრუნეთ ქათმის ხორცი ტაფაში, დააფარეთ თავზე და შუშეთ 6-7 წუთი. შემდეგ თავსახურის გარეშე კიდევ 10 წუთი. მზა კერძს დაამატეთ მარილი, პილპილი და ნედლი ტარხუნა.