შეარჩიეთ კარგი გოჭი, დაახლოებით 4 კგ. დანაყეთ ნიორი და მსხვილი მარილი ერთად, ეს ნარევი წაუსვით გოჭს შიგნიდან. მოაფრქვიეთ შავი პილპილიც. გარედან წაუსვით წვრილი მარილი და გამდნარი კარაქი ან ერბო. კუდი, ყურები და ჩლიქები ფოლგაში შეუფუთეთ, რომ დროზე ადრე არ დაიბრაწოს და დაიწვას. შედგით ღუმელში 180 გრადუსზე დაახლოებით 1.5 საათი. გოჭს ყოველ 10-15 წუთში ფუნჯით უსვით გამდნარი კარაქი. შეწვის დასრულებამდე 15-20 წუთით ადრე მოაცილეთ გოჭს ფოლგა. თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ, გოჭის კანი გამოვა საოცრად გემრიელი, პრიალა და კრაწუნა.