ათქვიფეთ მასკარპონე შაქართან და სამი ლიმონის ცედრასთან ერთად. ცალკე ათქვიფეთ ნაღები შესქელებამდე და შეურიეთ მასკარპონე. მოამზადეთ წყლისა და შაქრის სიროპი, გააციეთ და შეურიეთ ლიმონის წვენი. ბისკვიტები ამოავლეთ ამ სიროპში და ჩაალაგეთ ფორმაში. დაადეთ კრემის ფენა, შემდეგ კვლავ სიროპში ამოვლებული ბისკვიტები. ზემოდან გადაუსვით დარჩენილი კრემი, გააფორმეთ ლიმონის ცედრით.შედგით მაცივარში ერთი ღამით ან მინიმუმ 4 საათით.