ხორცი, ხახვი, ნიორი, მწვანილი და მდნარი ყველი ხორცსაკეპში ან კომბაინში ფარშად ვაქციოთ. დავამატოთ არაჟანი, მარილი, პილპილი, კვერცხი და კარგად ავურიოთ. გავაკეთოთ პატარა კატლეტები და ამოვავლოთ საფანელში. შევწვათ ცოტაოდენ ზეთში, ცხელ ტაფაზე.