ადუღებულ წყალს დაამატეთ მარილი და ზეთი. შეურიეთ 1/2 ჭიქა ფქვილი და კარგად გახსენით. ფქვილის ნაწილის ამ გზით მოხარშვა ცომს გახდის ელასტიურს და რბილს. გააგრილეთ, დაამატეთ კვერცხი, შემდეგ კი ნაწილ-ნაწილ დაამატეთ ფქვილი. მოზილეთ ცომი. თუ ცომი ხელს ეკვრის და ძალიან თხელი, ფქვილი კიდევ დააამატეთ. დაასვენეთ ცომი 1 საათი ან მეტიც, საჭიროების შემთხვევაში. შემდეგ გაანაწილეთ კვერცხის ხელა გუნდებად, ძალიან თხლად გააბრტყელეთ და გამოაცხეთ კარგად გაცხელებულ ტაფაზე, ორივე მხრიდან. გამომცხვარი ლავაშები პოლიეთილენის პაკეტში შეინახეთ, სანამ გულსართს ჩაუდებთ.