პური დავჭრათ კუბებად და მოვბრაწოთ კარგად გაცხელებულ ტაფაში.გადავიტანოთ თეფშზე. იგივე ტაფაში მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, დავამატოთ დაჭრილი ქორფა ყაბაყი და ვშუშოთ სანამ მომზადდება. პერიოდულად ამოვურიოთ.კვერცხი ავთქვიფოთ, დავამატოთ მარილი (უხდება სვანური) და პილპილი. ტაფაში ჩავაბრუნოთ პურები და მოვასხათ კვერცხი.მოვაყაროთ დაჭრილი მწვანილი, ცეცხლს მინიმუმამდე დავუწიოთ, ტაფას დავახუროთ თავზე და ასე მოვამზადოთ დაახლოებით 5-7 წუთი. ან შეგვიძლია გადავიტანოთ გახურებულ ღუმელში ყაბაყის ნაცვლად, შეგვიძლია სხვა ბოსტნეული გამოვიყენოთ: სოკო, ტკბილი წიწაკა, სატაცური და ა.შ.