კომბოსტო დაჭერით მსხვილ ნაჭრებად. ჭარხალი გათალეთ, გარეცხეთ და დაჭერით თხლად. წიწაკას გამოაცალეთ თესლი და დაჭერით. ნიორი გაფცქვენით. ბოსტნეული ჩაალაგეთ ფენებად მინის ან ემალის ჭურჭელში: კომბოსტოს ფენა - ჭარხლის ფენა - ნიახური, წიწაკა, ნიორი. ჩააყოლეთ დაფნის ფოთოლიც. მარინადისთვის აადუღეთ წყალი, ჩაამატეთ ყველა ინგრედიენტი და მოურიეთ. მარილი და შაქარი რომ გადნება, ცხელი მარინადი დაასხით ბოსტნეულს. დადგით სამი დღე ოთახის ტემპერატურაზე. ამ დროის შემდეგ მწნილი მზადაა