მოამზადეთ ფერადი ჟელეები პაკეტზე დატანილი ინსტრუქციის მიხედვით. გააციეთ მაცივარში და გამაგრების შემდეგ დაჭერით ცხელ წყალში დასველებული და გამშრალებული დანით. გადაიტანეთ ფართო ჭურჭელში და შეურიეთ ერთმანეთს. ცალკე დაალბეთ ჟელატინი 1/2 ჭიქა წყალში, გაფუების შემდეგ გაადნეთ დაბალ ცეცხლზე. არ აადუღოთ.ერტად გათქვიფეთ არაჟანი და შესქელებული რძე. შეათქვიფეთ გამდნარი ჟელატინი. ეს მასა დაასხით ფერად ჟელეებს და გააციეთ მაცივარში რამდენიმე საათი. გამაგრების შემდეგ დაჭერით ბასრი დანით ულუფებად* ჟელე და ჟელატინი სხვადასხვა პროდუქტია. ჟელე არის ჟელატინის შემცველი პროდუქტი. ფერადი ჟელეები ფხვნილის სახით იყიდება პაკეტებში, უკვე შეიცავს ჟელატინს და აღარ სჭირდება დამატება