4-6 მანდარინი კარგად გარეცხეთ და აახეხეთ ცედრა, შემდეგ დანარჩენებთან ერთად გაფცქვენით. კარგად გააცალეთ თეთრი ფენა, დაანაწევრეთ და ლებნები დანითაც გაჭერით, რომ წვენი გამოუვიდეს. დააყარეთ შაქარი, ცედრა და დაბალ ცეცხლზე დადგით. ადუღეთ 15-20 წუთი, რომ შაქარი გადნეს და წვენი გამოუშვას. შემდეგ ბლენდერის დახმარებით ქვაბშივე კარგად დააბლენდერეთ და კვლავ ცეცხლზე დააბრუნეთ. ხარშეთ სანამ არ შესქელდება. დააწვეთეთ ჯემის რამდენიმე წვეთი თეფშზე - თუ ფორმა შეინაჩუნა და წყალ-წყალა არ არის, ესე იგი მზადაა. ცხელივე ჩაასხით სუფთა ქილებში და მჭიდროდ დაახურეთ თავზე.