კარტოფილი გათალეთ, გაჭერით ოთხად და მოხარშეთ სანახევროდ. შემდეგ გადაწურეთ.შებოლილი ძეხვი, ბეკონი ან შებოლილი ქათმის ხორცი დაჭერით. მსხვილად დაჭერით ხახვი. დაკეპეთ ნიორი. გადაწურულ კარტოფილს მოასხით ზეთი და ამოურიეთ. გადაიტანეთ ტაფაზე, დაამატეთ ნიორი, ხახვი, ძეხვი, წიწაკა, ხმელი ქონდარი და კვლავ ამოურიეთ. შედგით 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. პერიოდულად ურიეთ და მოამზადეთ სანამ კარტოფილი არ დარბილდება.ბოლოს მოაყარეთ მარილი და მწვანილი