კარგად ათქვიფეთ შაქარი, კვერცხი და ვანილი. შეათქვიფეთ ჯერ კარაქი, შემდეგ რძე. დაამატეთ ფქვილი+სოდა და კარგად ათქვიფეთ. ჩაასხით ცხიმწასმულ ფორმებში 2/3-ზე და 20-30 წუთი აცხეთ 180 გრადუსზე.ათქვიფეთ მასკარპონე და შაქრის პუდრი. გაციებული ქაფქეიქები გაჭერით ორად. დანამეთ ყავით და გადაუსვით კრემი. დაადეთ მეორე ფენა, რომელსაც ასევე წინასწარ დანამავთ. ზემოდან გააფორმეტ იგივე კრემით და მოაფრქვიეთ კაკაო