ფქვილი, შაქარი და მარილი შეურიეთ ერთმანეთს, დაამატეთ დაჭრილი კარაქი და თითებით ასრისეთ. შემდეგ დაამატეთ 1 პატარა კვერცხი (ან 50-60 მლ წყალი) და კიდევ ასრისეთ. მიღებული ცომი გააბრტყელეთ, ჩააფინეთ საშუალო ზომის ტარტის ფორმაში და შედგით მაცივარში. ქვაბში გაადნეთ შაქარი დაბალ ცეცხლზე. ძალიან არ უნდა გამუქდეს. დაამატეთ ნაღები და თან მუდნივად ურიეთ. გადმოდგით ცეცხლიდან და დაამატეთ თაფლი, შემდეგ კვერცხის გულები. კარგად შეურიეთ. ეს კრემი დაასხით ცომს და შედგით ღუმელში 10 წუთი, 180 გრადუსზე. შემდეგ დაადეთ ზემოდან ნიგვზის ლებნები და კვლავ შეაბრუნეთ ღუმელში 20-30 წუთი დაჭერით როცა გაცივდება. მიირთვით ათქვეფილ ნაღებთან ერთად ან მის გარეშე.