ხახვი და ნიორი დავჭრათ წვრილად, სოკო და სტაფილო ფირფიტებად. ხახვი და ნიორი მოშუშეთ ზეთში, დამატეთ სოკო და სტაფილო. როცა ბოსტნეული მზად იქნება და სითხე მთლიანად აორთქლდება, დაამატეთ დაჭრილი კიტრი, მარილი და პილპილი. მოურიეთ და გააჩერეთ ცეცხლზე 1 წუთი. შემდეგ გადაიტანეთ ბლენდერში და დააქუცმაცეთ. გააციეთ მაცივარში. მიირთვით პურთან ერთად.