შაქარი და კვერცხის გულები ათქვიფეთ, დაამატეთ გამდნარი, გაგრილებული კარაქი, შემდეგ ფქვილი და სოდა. მიღებული ცომი ორად გაყავით, ისე რომ ერთი ნაწილო მეორეზე ცოტა მეტი იყოს. შედეთ საყინულეში 40-60 წუთი.კვერცხის ცილა ათქვიფეთ 1-2 კოვზ შაქართან ერთად. დაამატეთ ნებისმიერი ჯემი (უხდება მომჟავო ჯემები), დაჭრილი ნიგოზი და ვანილი. შედარებით დიდი ზომის ცომი გახეხეთ და სქლად გაანაწილეთ საშუალო ზომის გვერდებიანი ფორმის ძირში. მსუბუქად დატკეპნეთ. შემდეგ გადაუსვით ბეზეს ფენა და ზემოდან დაახეხეთ მეორე ნაწილი ცომი. გამოაცხეთ 180 გრადუსზე 30-40 წთ. გამოცხობის შემდეგ ცხელსვე მოაყარეთ შაქრის პუდრა.