ტაფაზე გააცხელეთ ზეთი და დაბრაწეთ ძეხვები/კუპატები. გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე, ხახვი დაჭერით ნახევრ-რგოლებად და მოშუშეთ იმავე ტაფაში, სადაც ძეხვი შეწვით. დაამატეთ შაქარი, ძმარი ბალზამიკო, ქონდარი. შემდეგ დაამატეთ დაჭრილი სოკო და კიდევ რამდენიმე წუთი შუშეთ. დაასხით ღვინო და წამოადუღეთ 5 წუთი, შემდეგ დაამატეთ შემწვარი ძეხვები, ბულიონი, მარილი, პილპილი და შედგით ღუმელში 15-20 წუთი. მზა კერძს მოაყარეთ დაჭრილი ოხრახუში და კარტოფილის პიურესთან ერთად მიირთვით.