ქათამი დაჭერით, ჩადეთ ქვაბში და დაასხით 3-4 ლ წყალი. ჩაამატეთ ხახვი და სტაფილო. წამოადუღეთ და მოხადეთ ქაფი, შემდეგ დაუწიეთ ცეცხლს და ხარშეთ ბულიონი ძლიერი დუღილის გარეშე, რამდენიმე საათი, სანამ ხორცი თავისით არ ჩაიშლება და მოსცილდება ძვლებს. წყლის ჩამატება სასურველი არ არის. დუღილის ბოლოს დაამატეთ პილპილი, დაფნა, მარილი და კიდევ 20-30 წთ ხარშეთ.გააგრილეთ ბულიონი, ამოიღეთ ხორცი, გააცალეთ კანი და ძვლები, დაჭერით თანაბარ ზომაზე, შეურიეთ დაჭყლეტილი ნიორი. ბულიონი გაწურეთ.ფორმებში ძირში დაალაგეთ დაჭრილი სტაფილო (ბულიონიდან), შემდეგ ხორცი და დაასხით ბულიონი. გაციების შემდეგ შედეთ მაცივარში. კერძი მზად იქნება 8-12 საათის შემდეგ.ამოიღეთ ფორმიდან, გააფორმეთ მწვანილით და მიიტანეთ სუფრასთან მდოგვთან და პირშუშხას სოუსთან ერთად.