პამიდორი დაჭერით, მოაყარეთ 1 ს.კ მარილი და დატოვეთ 2 საათი. შემდეგ გამოსული წვენი მთლიანად გადაუწურეთ. ხახვი ალყა-ალყად დაჭერით, დაამატეთ ზეთი, სუნელები და დაბალ ცეცხლზე წამოადუღეთ. შეურიეთ დაჭრილ პამიდორს. შემდეგ წამოადუღეთ ძმარი, 1-2 წუთი გააგრილე და მოასხით ბოსტნეულის მასას. დაამატეთ დაჭრილი წიწაკა, ფირფიტებად დაჭრილი ნიორი და მწვანილები. გადაიტანეთ კონტეინერში, დააფარეთ თავზე და შეინახეთ მაცივარში 3-4 დღე. ამ პერიოდის განმავლობაში, ყოველ დღე გამოიღეთ, კარგად შეანჯღრიეთ და შეაბრუნეთ უკან. განსაკუთრებით უხდება ხორცეულს და ლობიოს.