თბილ რძეში გავხსნათ სახამებელი, შაქარი, ვანილი და დავდგათ ცეცხლზე. ვხარშოთ დაბალ ტემპერატურაზე. როცა შესქელდება, 1-2 წუთი ვადუღოთ და გადმოვდგათ ცეცხლიდან. ცხელ კრემს შევათქვიფოთ კვერცხი. ამასობაში პასკას მოვაჭრათ თავი და ამოვაჭრათ გული. კრემი რომ გაცივდება, შევათქვიფოთ კარაქი და დავუმატოთ დასპირტული ხილი. კრემში ავურიოთ ცოტა დაფხვნილი პასკის გული და მოვათავსოთ გულამოღებულ პასკაში. ზემოდან დავადოთ თავი და შევდგათ მაცივარში გასაცივებლად.რჩევაგულსართად შეიძლება ნებისმიერი სხვა კრემი გამოვიყენოთ. ხილთან ერთად შეგვიძლია შევურიოთ შოკოლადი, ნიგოზი, ნუში და სხვა ინგრედიენტები.