ხახვი დავჭრათ წვრილად და ქვაბში მოვშუშოთ. თასში ჩავყაროთ ფქვილი და ცოტაოდენი მარილი. არტალის ნაჭრები ამოვავლოთ ამ ნაზავში და ხახვთან ერთად მოვშუშოთ. შემდეგ დავამატოთ ღვინო და გავაგრძელოთ შუშვა. როდესაც ალკოჰოლი აორთქლდება, დავასხათ წყალი ან ბულიონი, დავახუროთ თავსახური და დავტოვოთ ცეცხლზე სრულ მომზადებამდე. ოსო ბუკოს ბოლოს დავამატოთ მარილი, პილპილი და ნიორი. მზა კერძი ულუფებად გავანაწილოთ თეფშებზე, გარნირად შეგვიძლია ბრინჯი მოვამზადოთ.