კარაქი და შაქარი გავთქვიფოთ, დავუმატოთ კვერცხის გულები და შემდეგ ცალკე კარგად გათქვეფილი კვერცხის ცილა, სოდა ძმრით, მაწონი, ვანილი, მანანის ბურღული და ფქვილი. ცომი უნდა იყოს სქელი არაჟნის კონსისტენციის. ცხიმწასმულ, ფქვილმოყრილ პატარა ფორმებში ჩავდოთ ცომის ნაწილი, დავამატოთ ცოტა ჯემი და შემდეგ კვლავ ცომი. 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში ვაცხოთ, სანამ არ მიიღებს ოქროსფერს. ხის ჩხირით გავსინჯოთ ნამცხვრის გული და თუ ნამცეცები არ ამოყვა, ესეიგი მზადაა.