ბრინჯი ჩავყაროთ სქელძირიან ქვაბში და 150 გ კარაქთან ერთად მოვშუშოთ, დავასხათ მდუღარე წყალი, გავუწყოთ მარილი და დავახუროთ სახურავი. ვხარშოთ დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში, სანამ წყალი ბოლომდე არ ამოშრება, შემდეგ კი ქვაბი შევფუთოთ ქაღალდებში. ვაშლი გავფცქვნათ, დავჭრათ, ქიშმიშთან ერთად მოვათავსოთ სქელძირიან პატარა ქვაბში და 50 გ კარაქთან ერთად მოვშუშოთ. შემდეგ დავამატოთ წყალი, შაქარი და ვადუღოთ მანამ, სანამ ვაჟინი არ შესქელდება და ვაშლი არ მოიხარშება. ტეფლონის ან კერამიკის საფარიან ქვაბს წავუსვათ ცოტა ცხიმი, ჩავფინოთ ფილოს ცომი და ზედ ფენა-ფენა მოვათავსოთ ბრინჯი, მოხარშული ხილი, ნიგოზი და ნუში, ბოლოს გადავაფაროთ ისევ ცომი, დავახუროთ ტილოამოკრული საფარებელი და რამდენიმე წუთით დავდგათ ნელ ცეცხლზე. მზა ფლავი ამოვატრიალოთ ლანგარზე, ზემოდან მოვაყაროთ ნიგოზი და ასე მივიტანოთ სუფრაზე.