ორთქლის აბაზანაზე ან მიკროტალღურ ღუმელში გავადნოთ თეთრი შოკოლადი და შევაგრილოთ. ნაღები გავთქვიფოთ შაქრის პუდრთან ერთად და შევურიოთ ნელ-თბილი თეთრი შოკოლადი. დავუმატოთ ასევე კონიაკი ან რომი, მოვათავსოთ სასურველ ფორმებში და 3 საათით შევდგათ მაცივარში. გაციებული დესერტი მოვრთოთ შავი შოკოლადით და ისე მივირთვათ.ნაღებთან არევისას შოკოლადი უნდა იყოს დამდნარი, მაგრამ არა ცხელი.