მარგარინი გავადნოთ, შევურიო შაქარი, კვერცხი ან სამარხვო მაიონეზი, კარტოფილის პიურე, არაჟანში გახსნილი სოდა და ფქვილი. უნდა მივიღოთ ნაზი ცომი, რომელიც ხელს არ ეკრობა. თუ საჭირო გახდა ფქვილი კიდევ დავუმატოთ. ცომი გავაბრტყელოთ თხლად და ამოვჭრათ ჭიქით. წრეების ნახევარს სათითით ან პატარა დიამეტრიანი სირჩით ამოვაჭრათ შუაგული. ცომი მოვათავსოთ თუნუქის ფურცელზე და ვაცხოთ დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში საშუალო ტემპერატურაზე. გამომცხვარ მთლიან რგოლებს წავუსვათ ჯემი და ზემოდან გულამოჭრილი რგოლი დავაწებოთ.