კარგად გარეცხილი სოკო 15 წუთი ვხარშოთ 2 ლ წყალში.ქათამი დავჭრათ, დავაყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი და მოვშუშოთ. თუ ქათამი ცხიმიანი არ არის, მაშინ დავუმატოთ 2-3 ს.კ. ერბო ან კარაქი. როცა ხორცი თითქმის მომზადებულია, დავუმატოთ დაჭრილი სოკო, ტარხუნა, ღვინო, სოკოს ნახარში და გავუწყოთ სანელებლები. 10 წუთის შემდეგ დავუმატოთ დაკონსერვებული ბარდა და 2-3 წუთის შემდეგ კი გადმოვდგათ ცეცხლიდან.