ინგრედიენტები: 2 ც. კვერცხი; 75 გ. შაქარი; 75 გ. მზესუმზირის ზეთი; 8 გ. გამაფხვიერებელი ვანილით; ცოტა რომი ან ანიჩე; 350 გ. პ/ფქვილი (დაუმატეთ ნელ-ნელა) ზეთი შესაწვავად.
მომზადების წესი:
მოზილეთ ცომი ისე, როგორც ეს ვიდეოშია ნაჩვენები. ზილეთ მანამ, ვიდრე ელასტიკური არ გახდება (დაახლოებით 10-15 წთ.). შემდეგ დააგუნდავეთ პატარა გუნდებად, გააკეთეთ ბურთები და შეწვით ცხელ და არა ადუღებულ ზეთში (ადუღებული ზეთი გარედან დაწვავს და შიგნით გულს არ გამოიშრობს). შემწვარ "კასტანიოლებს" მოაყარეთ შაქრის ფხვნილი.