ქვაბში მოათავსეთ პიტნა და შაქარი. დაასხით მდუღარე წყალი და დააყენეთ 10-15 წთ თავდახურული. თუ მოგწონთ პიტნის მძაფრი არომატი, უფრო მეტხანსაც შეგიძლიათ დატოვოთ, თუ არა , ამოიღეთ ტოტები სითხიდან და შეაგრილეთ, ისევ თავდახურული.შემდეგ ჩააწურეთ მთლიანი ლიმონის წვენი, გაწურეთ და მაცივარში კარგად გააცივეთ.სუფრაზე მიიტანეთ ბევრი ყინულით და ლიმონის რამდენიმე ნაჭერით.შაქრის ნაცვლად, შეგიძლიათ თაფლი დაამატოთ თქვენი გემოვნებით.