ფორთოხლის სუფლე - ორიგინალური დესერტი
ფორთოხლის სუფლე - ორიგინალური დესერტი
ინგრედიენტები:

2 ფორთოხალი, გარეცხილი და გამშრალი;
1/4 ჭიქა რძე;
2 ს. კ. ფქვილი;
1 ს. კ. შაქარი;
1 ს. კ. ნარინჯისფერი ლიქიორი;
2 კვერცხის გული;
2 კვერცხის ცილა;
2 1/2 ჭიქა შაქარი.

მომზადების წესი:

ამოჭერით ფორთოხლები ისე, როგორც ეს ვიდეოშია ნაჩვენები, ამოაცალეთ რბილობი. მოათავსეთ რბილობი მიკროტალღურ ღუმელში 5 წუთით და საწურზე გარგად გაწურეთ.

დაბალ ცეცხლზე ცალკე ათქვიფეთ კვერცხის გული, შაქარი და ფქვილი, დაუმატეთ რძე, ფორთოხლის წვენი, გადმოდგით ცეცხლიდან. დაუმატეთ ლიქიორი და გააგრძელეთ თქვეფა.

ათქვიფეთ კვერცხის ცილა შაქართან ერთად , სანამ კარგად არ ამოვა. შემდეგ დაუმატეთ ლიქიორიან მასას. მიღებული სუფლე მოათავსეთ ფორთოხლის ჯამებში. შედგით ღუმელში 200 გრადუსზე 20 წუთით. როცა მომზადდება, მოაყარეთ შაქრის პუდრა. შეგიძლიათ მიირთვათ ნაყინთან ერთად.
ტეგები:
ნანახია: 2619